ბორჯომის საბავშვო ბაღებში არდადეგები გამოცხადდა
ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები გამოცხადდა.
გადაწყვეტილება ბორჯომის მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც გრიპის ვირუსის
გავრცელების პრევენციის მიზნით
ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა
შეწყდა.
სააღმზრდელო პროცესი ბაღებში 21 იანვრიდან განახლდება.
შეგახსენებთ, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 31
დეკემბრიდან 8 იანვრამდე ზამთრის არდადეგები იყო გამოცხადებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით 10 საბავშვო ბაღი მუშაობს, სადაც 914
აღსაზრდელია რეგისტრირებული. აქედან ათივე ბაღში 8 იანვარს - 51, 9
იანვარს კი 37 აღსაზრდელი გამოცხადდა.