"გაიცანი მეზობელი" - ბორჯომში პირველი ბანაკი დასრულდა
19:04 / 23.03.2018
"გაიცანი მეზობელი" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც
შემოქმედებითი ბანაკი ბორჯომში დასრულდა.
საქართველოდან და სომხეთიდან კონკურსის წესით შერჩეული 24 ახალგაზრდა
6 დღის განმავლობაში, დოკუმენტური ფილმების სცენარების წერას,
გადაღებას და მონტაჟს სწავლობდა.
პროექტის შემდგომი ეტაპი ტრენინგებით სომხეთის ქალაქ გიუმრიში
გაგრძელდება, საქართველოდან 12 ახალგაზრდა მეზობელ ქვეყანას
სავარაუდოდ ერთ თვეში ესტუმრება. ტრენინგების დასრულების შემდეგ,
საქართველოსა და სომხეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, ახალგაზრდები 12
დოკუმენტურ ფილმს მოამზადებენ.
პროექტს, საქართველოში - "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი", სომხეთში
კი "ქალაქის კვლევითი ცენტრი", აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული
თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის
დაფინანსებით ახორციელებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.