ქვეყნის მასშტაბით სკოლებში მოსწავლეების მიერ აკრძალული ნივთების ტარების 5 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული
2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი),
მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას, 1242 სხვადასხვა დასახელების
სკოლაში
ამოღებულია 94 მაღალი რისკის აკრძალული ნივთი- დანა, კასტეტი,
მჩხვლეტავი და ბლაგვი საგნები, ასევე აკრძალული ნივთები:
ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტროსიგარეტი.
რაც შეეხება გასულ სასწავლო წელს, სამინისტროს ინფორმაციით,
საჯარო სკოლებში პირადი გასინჯვისას ამოღებული იქნა 177 მაღალი
რისკის აკრძალული ნივთი ( დანა, კასტეტი, მჩხვლეტავი და ბლაგვი
საგნები) და 1966 სხვადასხვა დასახელების სკოლაში აკრძალული ნივთები (
ბანქო,ალკოჰოლი, თამბაქო, სანთებელა, ელექტროშოკი, ელექტრო
სიგარეტი).
როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, სულ 2016
-17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში
რეფერირებულია 4943 შემთხვევა.
"საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უპირველეს
ამოცანას წარმოადგენს სკოლებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა,
უსაფრთხო, ჯანსაღი და პოზიტიური გარემოს უზრუნველყოფა, დარღვევებისა
და ძალადობის ფაქტების პრევენცია. მანდატური უფლებამოსილია ჩაატაროს
პირადი გასინჯვა სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის
წარმომადგენლის ნებართვით/ზედამხედველობით და თანდასწრებით
საფუძვლიანი ან/და დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში. გამოვლენილი
სავარაუდო ძალადობის, კონფლიქტური სიტუაციების, საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევისა და/ ან სამართალდარღვევის ფაქტის შემთხვევაში
ატყობინებს მშობელს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავის
მხრივ უზრუნველყოფს შემდგომი შესაბამისი ღონისძიებების
განხორციელებას. სულ 2016 -17 სასწავლო წლის სექტემბრიდან დღემდე
შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირებულია 4943 შემთხვევა" -
აღნიშნულია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.