ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიაში ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ
ბორჯომელი მოსწავლეები ლატვიის ქალაქ მადონას საერთაშორისო
ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ. ბანაკში 22 მოსწავლე 5 პედაგოგთან
ერთად 1 კვირას გაატარებენ.
პროექტი დამეგობრებული ქალაქების, ბორჯომისა და მადონას
მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
მადონას საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში ქართველი ახალგაზრდები
ლატვიელ, ფრანგ და გერმანელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას
მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, მოინახულებენ ნაკრძალებს,
ღირშესანიშნაობებს, დაათვალიერებენ საწარმოებს, ეწვევიან ქალაქებს
იურმალასა და რიგას.