ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 3% არ გამოცხადდა
"პირველ ნაკადზე უნდა გამოცხადებულიყო დაახლოებით 9 000 აბიტურიენტზე
ოდნავ მეტი და დაახლოებით 3% არ გამოცხადდა.
რაც შეეხება დაგვიანებულების რაოდენობას, იმ აბიტურიენტების
რაოდენობას, რომლებიც, სამწუხაროდ, არ დაიშვნენ გამოცდაზე, არის 5.
აქედან დაგვიანების 2 შემთხვევა იყო თელავის საგამოცდო ცენტრში, 1 -
ბათუმის საგამოცდო ცენტრში და 2 - თბილისში. გამოცდიდან მოხსნის ფაქტი
არ ყოფილა. ყველაფერი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსად
არანაირი, ოდნავი შეფერხება არ ყოფილა" - განაცხადა შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია 13:15 საათზე
დასრულდება.