აბიტურიენტი უნდა გამოცხადდეს საგამოცდო ბარათში აღნიშნულ მისამართზე
ბარათში მითითებული განრიგის მიხედვით და გაიაროს რეგისტრაცია.
გაითვალისწინეთ – რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ აბიტურიენტი
გამოცდაზე არ დაიშვება;
რეგისტრაცია იწყება გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე (ბარათზე
მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო); აბიტურიენტმა თან უნდა
იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი
ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული
სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული
განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც
მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი
ნომერი;
აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა წყლისა
(პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთებისა;
აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს აბიტურიენტის უფლება-მოვალეობების
ჩამონათვალით გათვალისწინებულ წესებს.
აბიტურიენტი გაფრთხილების გარეშე იხსნება გამოცდიდან შემდეგი
მიზეზებით:
- ლექსიკონის, დამხმარე მასალის, ე. წ. "შპარგალკის", მობილური
ტელეფონის, აიპადის, საათის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული
ხელსაწყოს აღმოჩენისას (თუნდაც ელექტრონული ხელსაწყო გამორთული
იყოს);
- წესრიგის დარღვევის ან საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის
შეურცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში;
- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების
ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
- ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს
გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი
ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
გამოცდის დაწყებამდე დამკვირვებელი აბიტურიენტებს გააცნობს წესებს,
რომლებიც უნდა დაიცვან ტესტირების პროცესში:
აბიტურიენტები უნდა დასხდნენ რეგისტრაციისას მითითებულ სამუშაო
მაგიდასთან;
მერხზე, რომელზეც განთავსებულია კომპიუტერი, მხოლოდ პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის, სპეციალური კალმის (გამოცდის დაწყებამდე
დაგირიგდებათ), პასუხების ფურცლისა და ე. წ. სამუშაო ფურცლის ან
გამოცდით გათვალისწინებულ დამხმარე მასალის (მაგ.: რუკა, მენდელეევის
ტაბულა)დადება შეიძლება – არც ერთი სხვა ნივთი არ უნდა იდოს სამუშაო
მაგიდაზე (წყალი, პლასტმასის ბოთლით, შეუძლიათ დადონ იატაკზე).
პასუხების ფურცლების დარიგებისას დაკვირვებით უნდა შეამოწმოთ
პასუხების ფურცელი დამკვირვებელთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ
დაუზიანებელია – ეს სექტორის უწყისში ხელმოწერით უნდა
დაადასტუროთ;
ხარვეზიან პასუხების ფურცელს ახლით შეგიცვლიან;
პასუხების ფურცელზე დამკვირვებლის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი
თავად უნდა ჩაწეროთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
ტესტზე მუშაობა იწყება სექტორში პასუხების ფურცლების დარიგების შემდეგ
(პასუხების ფურცლებზე დაიკვრება შტრიხკოდები). ამის თაობაზე გაცნობებთ
დამკვირვებელი;
საჭიროების შემთხვევაში დამკვირვებელს მიმართეთ ხელის აწევით.
გაითვალისწინეთ, ნაშრომი არ გასწორდება, თუ:
- დაზიანებულია;
- აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს
მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს;
- პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების
იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან
რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ
არის ტესტურ დავალებასთან.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
- პასუხების ფურცლის გაკეცვა, შტრიხკოდის გაფერადება, დაზიანება და
ა. შ.;
- გამოცდის მიმდინარეობისას აბიტურიენტების ერთმანეთთან
გადალაპარაკება;
- ერთმანეთის დახმარების მცდელობა ან სხვა პირისაგან დახმარების
მიღება;
ჩამოთვლილი წესების დარღვევისას აბიტურიენტი მიიღებს გაფრთხილებას
(გაითვალისწინეთ, რომ განმეორებითი გაფრთხილების შემთხვევაში
აბიტურიენტი იხსნება გამოცდიდან).
გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეგახსენებთ დროს, რათა დროულად
დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;
გაითვალისწინეთ, რომ მკაცრად შეიზღუდება საგამოცდო პროცესის დროს
სექტორის დატოვება ნებისმიერი, მათ შორის, საპირფარეშოში გასვლის
მიზნით – აუცილებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი სექტორს დატოვებს
მხოლოდ ექიმისა და საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის თანაშემწის
თანხლებით.
დრო ემატებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ სამედიცინო
ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები;
თუ დროზე ადრე დაასრულებთ მუშაობას, ხელის აწევით მიმართავთ
დამკვირვებელს, რომელსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ პასუხების
ფურცელს. ნაშრომის ჩაბარების შემდეგ კი დატოვებთ
საგამოცდო სექტორს. პასუხების ფურცლის ჩაბარების ფაქტს ხელმოწერით
დაადასტურებთ სექტორის უწყისში;
- აბიტურიენტი უნდა დაემორჩილოს დამკვირვებლის ან სხვა
პასუხისმგებელი პირის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის,
გადაწყვეტილებას გამოცდიდან მოხსნის თაობაზე.
- თუ აბიტურიენტი მიიჩნევს, რომ დაირღვა საგამოცდო პროცედურით
დადგენილი წესი, მას უფლება აქვს იმავე დღის 21:00 საათამდე შეიტანოს
განცხადება იმ საგამოცდო ცენტრში, სადაც ჩააბარა კონკრეტული
გამოცდა.