მე-7-8-9 კლასის მოსწავლეებისათვის 5 საზაფხულო ბანაკი იფუნქციონირებს
17:42 / 22.06.2017
პროექტს "დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად 2017"- განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით
ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მცირე კონტიგენტიანი სკოლებიდან
მე-7-8-9 კლასის მოსწავლეები, ჯამური რაოდენობით 11 000 ბავშვი
საზაფხულო ბანაკში დაისვენებს.პროექტის ფარგლებში ბორჯომის
მუნიციპალიტეტიდან 11 სკოლა შეირჩა,რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს
აკმაყოფილებენ.მოსწავლეებს,რომელთაც სურვილი აქვთ 10 დღე საზაფხულო
ბანაკში გაატარონ რეგისტრაციისთვის ვადა 25 ივნისის ჩათვლით აქვთ.სულ
5 ბანაკი იფუნქციონირებს,ესენია: წყნეთი, ანაკლია,მანავი,კაჭრეთი და
ეკო ბანაკი.სასურველი ადგილის მითითება მოსწავლეებს დარეგისტრირებისას
შეუძლიათ.დამატებითი ინფორმაცია ნახეთ სიუჟეტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.