ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება-ალექსანდრე ჯეჯელავა
ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება-სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" დაწყებამდე  განაცხადა. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მინისტრის თქმით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

"გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლიებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა.ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა" - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.