საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ბორჯომში დავით ჯინჭველაძემ შეხვედრა გამართა
ახალციხის რაიონულმა პროკურორმა - დავით ჯინჭველაძემ ბორჯომის #6
საჯარო სკოლაში მორიგი შეხვედრა გამართა.
ამჯერად განხილვის თემა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა
იყო. საუბარი შეეხო იმ ფატალურ შედეგებს, რაც სატრანსპორტო საშუალების
სიჩქარის გადაჭარბებას ხშირ შემთხვევაში მოჰყვება. დავით ჯინჭველაძე
სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს, საგზაო ნიშნების
მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნულ სისტემაში არსებული სანქციები
გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.