"სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება" - კონკურსის ფინალისტი ბორჯომელი მარიამ გელაშვილია
20 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო
დარბაზში კონკურსის - "სამშობლო ჩემი უბნიდან იწყება" ფინალური ეტაპი
გაიმართა.
კონკურსში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12
კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ ტურისტული მარშრუტი უნდა
დაეგეგმათ და ვირტუალური ექსკურსია მოეწყოთ, ერთ კონკრეტულ რეგიონში.
მონაწილეებმა პრეზენტაციის დროს სპეციალურად საკონკურსოდ მომზადებული
ვიდეორგოლით საკუთარი კუთხის ტურისტული მარშრუტი წარმოადგინეს და
ჟიური თავისი არჩევანის უპირატესობაში არგუმენტირებულად
დაარწმუნეს.
წარმოდგენილი 50 ნამუშევრიდან ბორჯომელი მარიამ გელაშვილის ვიდეო სამ
საუკეთესოს შორის მოხვდა.
I ადგილი - ანა ნიჟარაძემ, II ადგილი - მარიამ ჩიტაშვილიმა, ხოლო III
ადგილი - მარიამ გელაშვილმა დაიკავეს. ყველა მონაწილესა და
მასწავლებელს სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ფინალისტებს ალტა+ოკ-ის 300,
200 და 100 ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. მარიამ გელაშვილი
ბორჯომის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეა.