შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაცით, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებისათვის რეგისტრაცია 23 თებერვლიდან დაიწყო.
რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. აბიტურიენტებს პირველ ეტაპზე უწევთ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა, იმ გამოცდების მითითება, რომლის ჩაბარებასაც აპირებენ. მეორე ეტაპზე მათ მითითებული გამოცდების შეცვლის საშუალება ექნებათ. ხოლო მესამე ეტაპი უკვე ფაკულტეტების არჩევას გულისხმობს.