2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობის
პროცესი, დღეს 12:00 საათზე დაიწყო და 2 თებერვლის 18:00 საათამდე
გაგრძელდება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ
ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და სხვა უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადავიდნენ. ამისთვის სტუდენტი უნდა
დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე –
www.students.eqe.ge.
მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების
გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ
შეტყობინებებს. იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის რეესტრის
სამმართველო სტუდენტებს დახმარებას გაუწევს: ტელ.: (+99532) 2 200 220
(შიდა 3599).
მობილობის საფასური 40 ლარია, სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა
სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 ქულას) წარმომადგენელი
სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის
გადახდა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალში ან
საქართველოს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატების და ინტერნეტბანკის
მეშვეობით.
მობილობაში მონაწილეობას იღებს 56 (ორმოცდათექვსმეტი) უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 9 876 ვაკანტური
ადგილი.
ელექტრონული პორტალის საფუძველზე მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 7
თებერვალს პორტალზე. დადებითი შედეგის შემთხვევაში სტუდენტმა
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.