სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლების შემაჯამებელი ღონისძიება ახალქალაქში
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, პროექტის კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში მზია იანსარიძემ პროგრამის „მომავლის თაობა“ პრეზენტაცია მოაწყო და პროექტის მიღწევებზე ისაუბრა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ნინო ნადირაძემ რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების პრეზენტაცია გააკეთა.
წარმოდგენილი იყო მიმდინარე საგრანტო პროექტები. „ჩვენ წარმოვადგინეთ საკლასო პროექტის პრეზენტაცია. პროექტი თემაზე: “ჩვენ ვიცავთ კანონს“, რაც გულისხმობს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი საკითხების წამოწევასა და ინფორმაციის მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულმა განყოფილებამ მხარდაჭერა გამოთქვა პროექტის დასრულების შემდეგაც - აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ საბა ონიკაძემ. ამის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდრიასის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საკლასო პროექტის „ინტეგრაცია = წარმატებას“ ფარლებში ღონისძიებების პრეზენტაცია გააკეთეს.
საუკეთესო ინიციატივა წარმოადგინა, ახალციხის მუნიციპალიტეტი კერძო სკოლამ „მზექა“ , რომელმაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით „ენერგოეფექტიანოსბის საერთაშორისო დღეს“ შესახებ სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გომანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული საკლასო ღონისძიებები წარმოადგინეს, რომელიც საკუთარ თემში განახორციელეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაქალაქევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, წარმოადგინეს შეხვედრა სტუმართან თემაზე: „უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება“, რის შემდეგაც დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი ასპინძის სამართალდამცავ ორგანოში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების წარმომადგენელმა ნინო ავეტესიანმა სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს მოუწოდა ქართული ენის გაძლიერებულად სწავლისაკენ, რადგან თვითონაც ეროვნებით სომეხია და დღეს საშუალება აქვს იმუშაოს საქართველოში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე. ნინო ავეტისიანმა მონაწილე სკოლებს საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა გადასცა. ახალქალაქის გამგეობის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა ოლგა მელიქიძემ ისაუბრა სამოქალაქო პროგრამაში ადგილობრივ თვითმმართველობის მონაწილეობაზე.
ღონისძიების დასასრულს, ორგანიზაცია Ph International -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა სიტყვით მიმართა მონაწილე სკოლებს, რომელთაც პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მოწვეულ სტუმრებს პროგრამაში აქტიურად ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ კი, მოტივაციის ამაღლების მიზნით წარმატებული ღონისძიებების განხორციელებისათვის სკოლები მადლიერების სერთტიფიკატებით დააჯილდოვა.
აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალურ შენოობაში „მომავლის სახლში“ გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის
ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და
ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
14:39 / 16.10.2024
ბორჯომის ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ბორჯომის ტრენინგ ცენტრის მოსწავლეებს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
დატოვა.
11:00 / 28.09.2024
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა.
Galt&Taggart-ის განათლების
სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
10:08 / 22.09.2024
Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო
სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო
ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
12:16 / 17.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 11 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, ხოლო ცხრა საჯარო სკოლაში, ოფიციალურად არჩეული დირექტორია.
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და
სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
11:55 / 17.09.2024
ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.