მეწარმეობის ელჩი ქალებისთვის ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა
„მეწარმეობის ელჩი ქალებისთვის“ ტრენინგი მარნეულის შემდეგ ბორჯომში ჩატარდა.


როგორ შევძლოთ საკუთარი პროდუქციის რეალიზება სოციალურ ქსელში, რა გავითვალისწინოთ ფოტოების გადაღების, ატვირთვის, ტექსტის წერის დროს, როგორ ვიურთიერთოთ საკუთარ მომხმარებლებთან და როგორ ვაწარმოოთ ეფექტურად ციფრული მარკეტინგი - ამ თემაზე ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მონაწილე ქალებისთვის ტრენინგი ამავე პროექტის მედია პროგრამის მენეჯერმა, ჟურნალისტმა ნინო ვართაპეტიანმა ჩაატარა.









დღის მეორე ნახევარი კი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების განხილვას დაეთმო. აგროტექნოლოგიის მაგისტრმა, აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტმა, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტმა, კოლეჯის პედაგოგმა თამარ ახალაძემ, ჩვენი პროექტის მონაწილე ქალებს განუმარტა რა არის სტანდარტი, მისი არსი და დანიშნულება, როგორია საქართველოში მოქმედი და საერთაშორისო სტანდარტები, პირველადი მწარმოებლების, ჰასპის და ISO 22000 სტანდარტები და როგორ დანერგონ ქალებმა ეს სტანდარტები თავიანთ წარმოებაში.








ამავე დღეს მოხდა ფოტო ისტორიების მომზადება პროექტის მონაწილე ქალების შესახებ. ფოტო ისტორია მომზადდება იმ 5 ადგილობრივ ქალზე, რომლებიც პროექტის მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს. ანალოგიური ფოტო ისტორიები მომზადდა ქვემო ქართლის რეგიონიდან ასევე 5 ქალზე. ფოტო ისტორიები რეგიონულ და სოც მედიაში გამოქვეყნდება 15-19 ივლისის პერიოდში.


ინიციატივა "მეწარმეობის ელჩი ქალები" ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში ხორციელდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები“ მინი-გრანტების კომპონენტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა (DEP) როენეს ფონდთან თანამშრომლობით და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.