"2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ" - გია მურღულია
2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლებს ზოგადი განათლების ახალი სტანდარტი ექნებათ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველა სასკოლო საგნის მიმართულებით ახალი სტანდარტის შესამუშავებლად სამინისტროში დარგის ექსპერტთა სპეციალური ჯგუფებიცაა შექმნილი.


მისივე თქმით, სტანდარტის შემუშავების შემდეგ, მის საბოლოო დამტკიცებამდე საჯარო განხილვებიც გაიმართება.


„სტანდარტის შემუშავება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია, არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი. რა არის საგნობრივი სტანდარტი? ეს არის სავალდებულო მინიმუმი საქართველოში ყველა სკოლისთვის.


ეს სტანდარტები, რა თქმა უნდა, ახლაც არსებობს, მაგრამ მათი გადახედვის, სახეცვლილების, ახალი ვერსიების შექმნის აუცილებლობა დადგა. ყველა საგნის მიმართულებით ასეთი ჯგუფი შექმნილია და რასაკვირველია, ქართული ენა და ლიტერატურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა.პირადად მე ჩართული ვარ ამ და ისტორიის ჯგუფში.


კოორდინაცია, საგნების სწავლების თვალსაზრისით, უნდა იყოს მაღალი. ხშირ შემთხვევაში, ასეთი კოორდინაციით ვერ დავიკვეხნიდით. სტანდარტი ფურცელზე დაწერილი სიტყვები კი არაა, ეს არის სკოლის რეალური ცხოვრება. როდესაც სხვადასხვა საგნის სწავლების დროს კოორდინაციის ხარისხი დაბალია, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეს ერთ დღეს, შესაძლოა, ყველა მასწავლებელმა მისცეს დავალება და ამის სწავლა კი უბრალოდ შეუძლებელი იყოს.


რატომ არის, რომ თითქმის ყველა მასწავლებელი წუხს საათების ნაკლებობაზე?! იმიტომ, რომ ვერ ასწრებენ იმ მასალის სწავლებას, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული. რატომ ვერ ასწრებენ? იმიტომ, რომ ბევრია და კარგად არ არის გათვლილი, რა დრო სჭირდება ამ მასალის გადაცემას, სწავლებას, გაგებინებას ბავშვებისთვის. თან მხოლოდ გადაცემა ხომ არაა, უნდა მოიკითხო რა ისწავლა მან. საათების სიმცირეზე საუბარი უნდა გაქრეს.


კარგად უნდა იყოს გათვლილი, რა მასალას გთავაზობთ და რა დრო გაქვთ თქვენ, როგორც მასწავლებელს და როგორც სკოლას ამის სარეალიზაციოდ. ამასთან, ეს სტანდარტი უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და სასწავლო გეგმას. არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები“, 2004 წელსაა მიღებული. ახლა გადაიხედება, ახალი ვერსია შეიქმნება - 2004 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა და ახლებური ხედვაა საჭირო. სამინისტრო და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ამაზე მუშაობენ. ახალ ვერსიას, იმედია, მალე ვიხილავთ - ალბათ, სასწავლო წლის ბოლომდე.


ახლა არის პროცესი, საბოლოო შედეგს, საორიენტაციოდ, ვფიქრობთ, მარტის ბოლოს დავდებთ. იმედი მაქვს, რომ ამ დროისთვის შემუშავდება სტანდარტი. ახლა არის დისკუსიები, პოზიციების, ხედვების შეჯერება. ამას უნდა მოჰყვეს შეთანხმება და შემდეგ ტექსტის დაწერა. თუმცა აქაც არ მთავრდება პროცესი. ამას ჩვენ რომ შევქმნით, შემდეგ სჭირდება განხილვა და შეფასება სასკოლო საზოგადოებისა და დარგის სხვა ექსპერტების მხრიდან. სტანდარტი ეს არის ყველასთვის სავალდებულო მინიმუმი.


როცა ძველ სტანდარტებს ვაკვირდებოდი, ეს უფრო საოცნებო მაქსიმუმი იყო, ვიდრე სავალდებულო მინიმუმი. „სავალდებულო მინიმუმი“ ისაა, რაც ყველამ უნდა დაძლიოს. ადამიანებს სხვადასხვა შესაძლებლობა და ნიჭიერების ხარისხი აქვთ. მინიმალური ზღვარი რა არის ანუ თამასა სადაა, რათა სახელმწიფომ გითხრას - „შენ მიღებული გაქვს ზოგადი განათლება და გიდასტურებ ამას!“ საზოგადოებას სწორედ ამ სტანდარტმა მკაფიოდ უნდა უთხრას“,
- განაცხადა მურღულიამ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს
მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე
ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.
22:16 / 28.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენ მიერ ჩახსნილი
დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული
გაზმომარაგებასთან,“
15:31 / 26.11.2024
„ჩვენ მიერ ჩახსნილი დანადგარები ხშირად ისევ გვხვდება მიერთებული გაზმომარაგებასთან,“
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის,
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი
ღარიბაშვილი
13:25 / 26.11.2024
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის
არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
11:20 / 26.11.2024
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები, სავარაუდოდ, 14 დეკემბერს ჩატარდება.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.