ბორჯომის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 100% -
იანი, 70%-იანი და 50 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს
დააჯილდოებს.
ფულად ჯილდოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.
დაინტერესებულმა პირებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა
წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის
ასლი;
- ცნობა ბორჯომის
მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
- ცნობა სსიპ შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტის
მოპოვების შესახებ;
- საბანკო ანგარიშის
ნომერი.
(R)
გააზიარეთ :