ბორჯომელი ანდრია ლორია სწავლას ამერიკის უნივერსიტეტში გააგრძელებს
ბორჯომის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე,
ახალგაზრდული ცენტრის მოხალისე, ანდრია ლორია სრული დაფინანსებით
ამერიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა და სწავლას
შტატებში გააგრძელებს.
გასულ სასწავლო წელს ანდრია ბორჯომის ახალგაზრდული ცენტრის მეშვეობით
Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში რუმინეთშიც იმყოფებოდა.