„სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე ვერ ვიჯერებდი, რომ მაქსიმალური ქულა ავიღე“- ანა ყიფიანი
60-დან 60 ქულა-ბორჯომელმა
აბიტურიენტმა ანა ყიფიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე
მაქსიმალური ქულა მიიღო.
„ამ შედეგს არ ველოდი სიმართლე გითხრათ, მაღალ ქულას ველოდი
55-ზე მაღალს, მაგრამ მაქსიმალურ ქულას თუ ავიღებდი არ მეგონა. მე
თვითონ არ მინახავს ჩემი ქულა, ჩემმა მეგობარმა მითხრა და სანამ
საკუთარი თვალით არ ვნახე ვერ ვიჯერებდი, რომ მაქსიმალური ქულა ავიღე.
ხათუნა ლომიძეს- ჩემს დამრიგებელს და რეპეტიტორს მადლობა მინდა
გადავუხადო, უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის
მიღებაში“.
ანა ბორჯომის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ამბობს, რომ
მიღებული ქულები სკოლაში სისტემატური და გაძლიერებული მეცადინეობის
შედეგია. სამართალზე აბარებს. სასწავლებლების ჩამონათვალში პირველი
ჯავახიშვილის უნივერსიტეტი აქვს მითითებული. რაც შეეხება მოლოდინებს,
შემდეგ საგნებში 90-ზე მაღალ ქულას ელოდება.
„მომავალ აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ. მთავარია
დრო გადაანაწილონ სწორად მთელი წლის განმავლობაში“- ამბობს
ანა ყიფიანი.