მერსი ქორფსი სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდებისთვის შეხვედრებს მართავს
ავსტრიის განვითარების
თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული
მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE), ადგილობრივ პარტნიორ
ორგანიზაციებთან ერთად იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს პროექტის
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის არის 3.5 წლიანი
პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა
საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების
თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და
ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
საინფორმაციო შეხვედრების განრიგი:
* 18 აპრილი, 13:00 სთ - ბორჯომის განვითარების ჯგუფი (LAG
Borjomi)
* 19 აპრილი, 12:00 სთ - ადიგენის ახალგაზრდული ცენტრი
* 19 აპრილი, 15:00 სთ - ასპინძის კულტურის სახლი
* 20 აპრილი, 10:00 სთ - ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების
ცენტრი
* 20 აპრილი, 14:00 სთ - ნინოწმინდა, CENN-ის ოფისი
* 21 აპრილი, 12:00 სთ - ახალციხე, კოლეჯი „ოპიზარი“
საინფორმაციო შეხვედრებზე გაჟღერდება ინფორმაცია პროექტის ფარგლებში
დაგეგმილი ტრენინგების, ფინანსური მხარდაჭერისა და სხვა აქტივობების
შესახებ. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები და
გაიგონ მეტი პროექტის ბენეფიტებისა და მონაწილეობის პირობების
შესახებ.
RDYE პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-35 წლის ახალგაზრდებს
სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან:
ქვემო ქართლი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი,
თეთრიწყარო, წალკა;
სამცხე-ჯავახეთი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი,
ნინოწმინდა;
შიდა ქართლი: გორი, ქარელი, კასპი;
მცხეთა-მთიანეთი: მცხეთა, დუშეთი, თიანეთი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საბაზისო ტრენინგები დაიწყება 2022 წლის
მაისში. რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ, შემდეგ ბმულზე: www.bit.ly/3iOl8bi
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას (50% ქალი), ეთნიკურ
და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების
მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და
შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და
გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის
მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
გააზიარეთ :