ბორჯომის 11 საბავშვო ბაღიდან სწავლა ათში განახლდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
სააღმზრდელო დაწესებულებები სწავლას ხვალიდან განაახლებენ.
11 საბავშვო ბაღიდან სასწავლო
პროცესს ათი სააღმზრდელო დაწესებულება განაახლებს. მხოლოდ სოფელ
დვირში არსებული ბაღი დარჩება კვლავ იზოლაციაში.
ამის შესახებ ბორჯომის ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნინო
ბენდელიანმა ტელეკომპანია ,,ბორჯომთან" საუბრისას განაცხადა. მისი
თქმით კოვიდი ბაღის პერსონალს აქვს დადასტურებული, სავარაუდოდ დვირის
საბავშვო ბაღი მომავალი კვირიდან განაახლებს სასწავლო პროცესს.
შეგახსენებთ რომ, ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
სასწავლო პროცესი 31 იანვრიდან შეჩერდა. აღსაზრდელების ბაღებში
დაბრუნება სავარაუდოდ ორი კვირის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა
გაუარესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე სააღმზრდელო პროცესის
დაწყება 21 თებერვლამდე გადაიდო.
აღსაზრდელები საბავშვო ბაღს ხვალ დაუბრუნდებიან.
მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღის 900-მდე აღსაზრდელი ჰყავს.