მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებში ქართული მე-17 ადგილზეა
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად
შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
Far&wide-ის მიერ გამოქვეყნებულ
რეიტინგში ქართული იმ 25 ენას შორისაა, რომლის სწავლასაც ერთგვარ
გამოწვევას უწოდებენ.
ქართული ენა 25-დან მე-17 პოზიციაზე იმყოფება და როგორც სტატიიდან
ვგებულობთ, ქართულის სწავლის ყველაზე რთული ასპექტი არის ის, რომ მას
აქვს საკუთარი დამწერლობის სისტემა, ხოლო ასოებიდან ბევრი
წარმოუდგენლად ჰგავს ერთმანეთს.
სირთულეს წარმოადგენს არტიკულაციაც, რომელიც თანხმოვანთა სიმრავლის
გამო ასევე ერთგვარი დაბრკოლებაა სწავლის დროს.
ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის ასევე მოხვდა: ხორვატიული,
ტაგალური, დანიური, ბულგარული, სერბული, ჩეხური, ალბანური, ესტონური,
თურქული, ირანული, ბერძნული, რუსული, პოლონური და ა.შ.