პროფესიები და ახალი ამბები - ღონისძიება ბორჯომის №4 საბავშვო ბაღში
12:22 / 01.06.2021
„პროფესიები“ და „ახალი ამბები“ ეს
იყო მთავარი თემები, რომლის ირგვლივაც ბორჯომის #4 საბავშვო ბაღში
ღონისძიება გაიმართა.თავდაპირველად აღსაზრდელებმა
ჟურნალისტისგან ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ თუ როგორ მზადდება
ახალი ამბები და როგორ ხდება მისი გაშუქება ტელევიზიის, რადიოს,
ბეჭდური და სოციალური მედიის საშუალებით.
ამის შემდეგ თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა როლი მოირგო. პროფესიების
მიხედვით დაჯგუფდნენ და შესაბამის საქმიანობაში ჩაერთნენ. მათი
მუშაობის პროცესს კი პატარა ჟურნალისტი და ოპერატორი თავიანთი ვიდეო
კამერის ობიექტივში აფიქსირებდნენ.
„ერთი დღე ბაღში“ ასე ერქვა აქტივობას, რომელიც პროექტის ფარგლებში
ჩატარდა. ღონისძიების ბოლოს, გუნდი სიმბოლურად დაჯილდოვდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.