ონლაინ სწავლებისთვის ახალი ქართული პლატფორმა სკოლებისთვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს. https://edu.feedc.com/

პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. მარტივია რეგისტრაციის გავლა.

დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე – Feedc Edu ქართული სოციალური პლატფორმის Feedc-ის გუნდმა შექმნა.

სამინისტროს ინფორმაციით, თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის გაცნობა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე ჯგუფში - „Feedc Edu” გაწევრიანება, შეკითხვების ელ.ფოსტაზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გაგზავნა ან ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417 დარეკვა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.

30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი, „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებში, მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს უყურებენ. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი
მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
24%-ით გაიზარდა,“
15:10 / 18.11.2024
„საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი მზარდია, ბოლო ათ წელში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა,“
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და
იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
12:04 / 18.11.2024
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ,
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე
ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
10:17 / 18.11.2024
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამენათევ დემონსტრანტებს 18 ნოემბრის დილით, 9 საათზე,
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.