ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის
პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ
ირაკლი ქარსელაძემ
,
აღნიშნა, რომ პრემიერ მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი
უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს
რეკომენდაციიების შესაბამისად, ახალი კორონა ვირუსის პრევენციის
მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით მიღებული
რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
მისი თქმით ინფრატსრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვეულ რეჟიმში
გრძელდება და გამოცხადებულია ტენდერები არაერთი ახალი პროექტის
დასაწყებად.
„რეკომენდაციების შესრულება საშუალებას მოგვცემს
გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და
მინიმუმამდე დავიყვანოთ ყველა შესაძლო რისკი. ამასთანავე უნდა
აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა 2020 წლის პირველი
კვარტლის ბიუჯეტი გეგმის შესაბამისად შესრულდება “-
განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.