ლარი ისევ გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1880 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1880 ლარი
შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1568 ლარი იყო.
შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში
0.0312 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4230 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.4109
ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0121 ლარი
შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.