რატომ გავდივართ საფლავზე აღდგომის მეორე დღეს
აღდგომის მეორე დღე,
ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის
პირველ დღეს
შეღებილი კვერცხით, პასკებითა და
სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების
საფლავზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. რის ნიშნადაც
საფლავზე წითელ კვერცხს აგორებენ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტონიობის შემდეგ საფლავზე გასვლა
ნებისმიერს შეუძლია, თუმცა სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის
მისალოცად. როგორც სასულიერო პირები გვეუბნებიან, მთავარია აღდგომის
დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.