კორონავირუსის მასშტაბები და გავრცელების მზარდი სტატისტიკა მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად
აისახება. ასეთია ეკონომიკის ექსპერტების პროგნოზი. რა გავლენას მოახდენს ვირუსის გავრცელება საქართველოზე, არსებობს თუ არა პანიკის საფუძველი, უნდა ველოდოთ თუ არა დაცარიელებულ დახლებს სასურსათო მაღაზიებში, გაზრდილ ფასებს საკვებ პროდუქტზე და როგორ აისახება პანდემია ტურისტულ სექტორზე - ISET-ის კვლევითიი ცენტრის წამყვანმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ ტელეკომპანია „ბორჯომის“ კითხვებს უპასუხა.
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ახალი კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის
ეკონომიკაზე?
სექტორულ ჭრილში რომ გავყვეთ, პირველ რიგში შეეხება ტურიზმს და აქ საუბარია ორი ტიპის საკითხზე. ერთი ის, რომ ზოგადად მთელი მსოფლიოს მსშტაბით ტურიზმის ტემპი დაიკლებს ბუნებრივად და მეორე ფაქტია, რომ მსყიდველუნარიანობა შემცირდება, რადგან ეკონომიკური ზრდა არ იქნება იმ ნიშნულის რაც იყო აქამდე.
თივოთონ ეფექტი საქართველოზე რა მასშტაბის იქნება დამოკიდებულია, რამდენად სწრაფად შევძლებთ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოსვლას და რამდენი დაფიქსირებული შემთხვევა გვექნება საქართველოში. მოკლევადიანად იქნება დარტყმა, მაგრამ მთავარია ქვეყანამ შეძლოს ამ კრიზისიდან გამოსვლა ისე, რომ ამ მნიშვნელოვანი პრეიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის კუთხით საფრთხის მატარებელ ქვეყანად არ ჩაითვალოს. თუ ჩვენ შევძელით სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით უფრო დაბალი ნიშნულით გამოსვლა, და შევძელით ინფიცირებულთა რაოდენობის ორნიშნა ციფრის შენარჩუნება, მაშინ შევძლებთ შედარებით უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი შევინარჩუნოთ. ამ შემთხვევაში გრძელვადიანი პრობლემა ტურიზმის სექტორში იმხელა აღარ იქნება, რა თქმაუნდა მოკლევადიანად ძალიან კონკრეტულ ბიზნესებს და კონკრეტულ მეწარმეებს შეუქმნის პრობლემას. მაგალითად როდესაც ადამიანი აქირავებს სასტუმროს და ა.შ გრძელვადიანად გამოსვლას შევძლებთ უფრო სწრაფად, თუ მასშტაბი გავრცელების იქნება მინიმალური, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძლიან მნიშვნელოვანია ყველა რესურსი ჯანდაცვის მიმართულებით იქნას გამოყენებული.
ამის გარდა ბუნებრივია გავლენა ექნება ინვესტიციებზე და მათ შორის უძრავ ქონებაზე, რადგან თუ ტურიზმი შემცირდა შესაძლოა, რომ უძრავი ქონებიდან შესაძლო სარგებელი შემცირდება და ეს გავლენას იქონიებს უძრავი ქონების ფასებზე.
ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოში საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები არა მარტო ტურისტულ და ავიაკომპანიებში ზოგადად ინდექსები მნიშვნელოვანი ტემპით ეცემა. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ორი წამყვანი ბანკის და კიდევ ერთი კომპანიის აქციებს, რომელიც ივაჭრება ლონდონის ბირჟაზე, მათაც დაღმავალი ტემპი აქვთ.
აქაც მნიშვნელოვანია რამდენად
შეძლებენ ქართული საბანკო სექტორის წარმომადგენლები და ეს კომპანიები
შენარჩუნებას იმ აქციის ფასის, რომელიც არის დღევანდელი, ანუ შეიძლება
ზოგმა ვერ შეძლოს, მაგრამ სხვებთან შედარებით, უფრო ნაკლები
დანაკარგებით გამოვლენ, იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ფაქტორი იქნება, ზოგადად ამ სექტორში ინვესტიციების მოზიდვის.
ანუ თქვენ შეიძლიათ ნახოთ საქართველოსა და თიბისი ბანკის აქციები,
მათ ამ დღეებში ძალიან დიდი ვარდნა ჰქონდათ, შემდეგ ცოტა
თვალებში გამოიხედეს, ახლა ისევ დაღმავალი ტრენდია და ეს რა თქმაუნდა
გარკვეული საფრთხის მატარებელი არის.
როგორ ფიქრობთ, დღეის
მდგომარეობით, ყველაზე მეტად სად გამოჩნდა ეკონომიკური თვალსაზრისით
კრიზისი და ყვლაზე დიდ პრობლემებს რა დროის გასვლის შემდეგ უნდა
ველოდოთ?
პირველ რიგში ყველაზე დიდი დარტყმა არის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესზე, ანუ სასტუმროებზე, კერძო პირებზე, რომლებიც ბინებს აქირავებენ ტურისტებზე, იმიტომ, რომ, ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული ვალდებულებები აღებული.
ქვეყნის მასშტაბით თუ შევხედავთ, ზაფხულის სეზონი ტურისტული კუთხით ყველაზე პოპულარულია, ამ პერიოდში გვაქვს ტურისტული ნაკადების პიკი. მნიშვნელოვანია სწორედ აგვისტომდე რა მდგომარეობით და მოცემულობით მივა ჩვენი ქვეყანა. თუ ჩვენ აგვისტოს თვეშიც ვერ დავბრუნდით, შეიძლება ბოლომდე ვერც დავბრუნდეთ იგივე ტემპზე, მაგრამ თუ დაღმავალი სვლა არ შეიცვალა აღმავალით, მაშინ კიდევ უფრო დიდი ზიანი მიადგება ტურისტულ სექტორს და კოკრეტულად ამ შემთხვევაში უფრო ზაფხულის ტურისტული დანიშნულების ადგილებს. ამიტომ საკმაოდ რთული დრო უდგას ტურიზმის სექტორს. მასშტაბი ამ გავლენის, დიდწილად იქნება დამოკიდებული დროზე, რამდენ ხანში შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის დაძლევას.
ბუნებრივია კრიზისი აისახება ეროვნულ ვალუტაზეც?
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, როგორც კი გაჩნდა პროგნოზი იმისა, რომ ტურისტული ნაკადები შემცირდებოდა, რაც მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების, ბუნებრივია ამან გააჩინა გარკვეული მოლოდინები ლართან მიმართებაში, ამას დაემატა ისიც, რომ ნავთობის ფასი მნიშვნელოვნაად დაეცა, რაც გავლენას ახდენს მეზობელ ქვეყნებზე, აზერბაიჯანზე, რუსეთზე, მათზე მოხდენილი ნეგატიური გავლენა კი გადმოითარგმნება ჩვენზე, ანუ თუ ამ ქვეყნების ვალუტა უფასურდება, ეს გადმოეცემა უკვე ლარსაც.
ქართულ ეროვნულ ვალუტას მერყეობა ახასიათებს. როდესაც მნიშვნელოვანი, თუნდაც საგარეო შოკი ხდება, ახასიათებს ცვალებადობა. ხანდახან ცდილობს ხოლმე მოერგოს ახალ რეალობას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ის გაუფასურება, რაც უკვე მომხდარია, მასში უკვე ასახულია გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და მეტი გაუფასურება ასეთი დიდი ნახტომებით აღარ დაფიქსირდება.
მოსახლეობაში გაჩნდა სურსათის დეფიციტის შესაძლო შიში, რამდენად
მოსალოდნელია, რომ ეს შიში გამართლდეს?
დღევანდელი მოცემულობა ამის წინაპირობას ჩემი აზრით არ გვაძლვს, არ მგონია საფუძვლიანი იყოს ასეთი შიში. იმპორტშიც ძალიან დიდი წილია, რუსეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ასე, რომ გაცილებით უფრო დიდი წილი გვაქვს ტურიზმში იტალიიდან, ვიდრე გვაქვს იმპორტში. ამიტომ იმის საშიშროება, რომ სურსათი გამოგველიოს ეს საშიშროება არ არსებობს.
დღეს მსოფლიო არ არის ისეთ რეჟიმში, რომ ასეთი ტიპის პრობლემები არსებობდეს. მე არ მგონია, რომ დღევანდელი დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა და თუნდაც ყველაზე უარეს სცენარში რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველოში ქეისების განვითარება, ამან გამოიწვიოს სურსათის შემცირება მაღაზიებში, დაცარიელებული დახლები და ა.შ.
რა თქმაუნდა შეიძლება იყოს რაღაც მომენტში კლება, როდესაც მოსახლეობა ერთდროულად იყიდის პროდუქტს და შეიძლება ბევრი რაღაც იყიდოს, მაგრამ ეს იქნება ერთჯერადი შოკი და ისე რომ ადამიანის არსებობას საფრთხე შეუქმნას, მსგავსი მასშტაბის გავლენას არ უნდა ველოდოთ.
ფასების ზრდა თუა მოსალოდნელი სურსათზე თქვენი აზრით?
ფასების ზრდაზე ორი ეფექტია ასე რომ ვთქვათ, ერთის მხრივ მოთხოვნა, რომელიც მცირდება, ეს არა გაზრდისკენ, შემცირებისკენ იმოქმედებს ფასების შემთხვევაში, მაგრამ ბუნებრივია თუ ლარმა გაუფასურება გააგრძელა, ამან შეიძლება გარკველი გავლენა მოახდინოს იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება, რაღაც კონკრეტული პროდუქცია უფრო დეფიციტური აღმოჩნდეს.
თუმცა ერთის მხრივ, შემცირებული მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე, ამას დაემატება დაკლებული ნავთობის ფასი და შესაბამისად ბენზინის ფასიც და ამან წესით ერთმანეთი უნდა დააბალანსოს და მნიშვნელოვანი ფასების ცვლილებას წესით არ უნდა ველოდოთ.
მნიშვნელოვანს ვგულისხმობ ორნიშნა ინფლაციას, მაგალითად შარშან გვქონდა 7%, ახლა კლების ტენდენციაა და წესით მნიშვნელოვანი ზრდა ფასებში არ უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობა ჯერჯერობით არ ჩანს. რა თქმა უნდა ზოგიერთმა პროდუქციამ შეიძლება განიცადო ფასის მატება, მაგალითად როგორიც იყო პირბადეების შემთხვევაში, მასზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდოს, მაგრამ მასშტაბურად ინფლაციას და ფასების მატებას არ უნდა ველოდოთ.