„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორობის სურვილი 120-მა ადამიანმა
გამოთქვა. "საპენსიო სააგენტოში" ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
120 განაცხადი შევიდა.
„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია 10 იანვარს
გამოცხადდა და განაცხადების მიღება 31 იანვარს დასრულდა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სააგენტოში
განმარტავენ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორს სამეთვალყურეო საბჭო
შეარჩევს, რომელშიც ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და
სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი, ოლივიერ რუსსო
შედიან.
იქამდე კი დირექტორის მოვალეობის შესრულებას მისი მოადგილე, გიორგი
ჭიჭინაძე გააგრძელებს, რომელიც ლევან სურგულაძეს 16 იანვრიდან
ცვლის.
შეგახსენებთ, „საპენსიო სააგენტოს“ ყოფილმა დირექტორმა, ლევან
სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გასული
წლის ბოლოს გააკეთა. სურგულაძე თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში,
5 წლის ვადით დაინიშნა.