ახალი ამბები
გერმანიის მთავრობა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის დამატებით 252,7 მილიონ ევროს გამოყოფს
30 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰაიკე ფაიჩმა, ხელი მოაწერეს ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ამ შეთანხმებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თითქმის 253 მილიონ ევროს (22,7 მილიონი ევროს გრანტს და 230 მილიონი ევროს შეღავათიან სესხს) გამოუყოფს. სხვა პროექტებთან ერთად აღნიშნული თანხები მოხმარდება პროფესიული განათლების სფეროს, ყაზბეგში, იმერეთსა და აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას და ასევე ენერგოეფექტიანობის ღონისძიებებს. გამოყოფილი იქნება ასევე გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.

ელჩმა ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს "დღევანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების რაოდენობა რეკორდულია და ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას", - აღნიშნა ქალბატონმა ფაიჩმა. აღნიშნული შეთანხმება ფართომასშტაბიანი დახმარების შესაძლებლობას იძლევა, რაც 2017 წლის აგვისტოში გამართული სამთავრობო კონსულტაციების დროს შეთანხმდა. ფინანსური თანამშრომლობის პროექტებს ქართველ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ((KfW)). გაგრძელდება ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული ის მიმდინარე რეგიონალური პროექტები, რომლებსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში ახორციელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.