ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს, 5
ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. შედეგი არა მხოლოდ
აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვისაც
მნიშვნელოვანია.
არაერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა გამოკითხვა, რას ფიქრობენ
ევროპის ქვეყნების მოქალაქეები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
არჩევნებში ერთმანეთს ამერიკის ყოფილი, რიგით 45-ე პრეზიდენტი,
რესპუბლიკელი, დონალდ ტრამპი და ქვეყნის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი,
დემოკრატი, კამალა ჰარისი უპირისპირდებიან.
საქართველო ევროპაში ტრამპის მხარდამჭერთა პროცენტულობით მესამე
ადგილზეა და მას მხოლოდ რუსეთი და სერბეთი უსწრებენ.
„ყოველთვის არ იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე მეტი ხმა
ერგო“,- ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას ალბათ
ხშირად გაგიგონიათ ეს ფრაზა.
ასე მოხდა მაგალითად 2016 წელს ჰილარი კლინტონის შემთხვევაში.
საპრეზიდენტო არჩევნებში კლინტონი ტრამპის კონკურენტი იყო, მან
მოწინააღმდეგეზე 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო, თუმცა პრეზიდენტი მაინც
დონალდ ტრამპი გახდა.
რა ხდება
საქმე ისაა, რომ ამერიკაში მოსახლეობა პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით
ირჩევს. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი პირდაპირ, ხმის მიცემით
კი არ ირჩევენ პრეზიდენტს, არამედ ირჩევენ ე.წ. საარჩევნო კოლეგიას,
რომელმაც შემდგომში გამარჯვებული კანდიდატი უნდა გამოავლინოს.
საარჩევნო კოლეგია ამერიკის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი
ორგანოა, რომელიც 538 წევრისგან შედგება. იმისათვის, რომ კანდიდატი
პრეზიდენტი გახდეს, მას მინიმუმ 270 წევრის ხმა სჭირდება. კოლეგიაში
ერთიანდება აშშ-ის 50-ვე შტატი - ყველა შტატს აქვს ხმის მიცემის
უფლება. თუმცა, რაც უფრო დიდი და მრავალრიცხოვანია შტატი, მით უფრო
მეტი ხმა აქვს მას საარჩევნო კოლეგიაში.
მაგალითად: კალიფორნიიის შტატს საარჩევნო კოლეგიაში 55 ხმა აქვს,
ტეხასის შტატს - 40, ფლორიდას 30, ნიუ-იორკს - 28.
ნებრასკისა და მენის შტატის გარდა, თითქმის ყველა შტატს, მათ შორის
ვაშიგნტონს აქვს ე.წ. გამარჯვებულს ეკუთვნის შტატის კუთვნილი
საარჩევნო კოლეგიის ყველა ხმა. ანუ, მაგალითად - თუ კალიფორნიაში
ხალხის ხმებით დემოკრატმა კანდიდატმა გაიმარჯვა - მისია 55-ხმა,
რომელიც კალიფორნიას საარჩევნო კოლეგიაში ეკუთვნის.
ასევე ამერიკაში შტატები დაყოფილია წითელ და ლურჯ ფერებად - წითელი
ფერი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიას, ლურჯი კი დემოკატებს. ასეთ
შტატებს პროგნოზირებად შტატებსაც უწოდებენ ხოლმე. რადგან წარსულმა
გამოცდილებებმა არაერთხელ აჩვენა, რომ წითელ შტატებში თითქმის
ყოველთვის რესპუბლიკელები იმარჯვებენ, ხოლო ლურჯში დემოკრატები.
ასევე, არსებობს ე.წ. მერყევი შტატები, რომელთა შორისაც არის -
არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია
და უისკონსინი. ამ შტატებში ყოველთვის განსხვავებული შედეგები იდება
ხოლმე, ამიტომ არცერთ წელს არ იციან, რა მოხდება აქ და რა
გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა.
ახლა კი რაც შეეხება კანდიდატებს:
დავიწყოთ კამალა ჰარისით, რომელსაც მხარს ისეთი ცნობილი სახეები
უჭერენ, როგორებიც ჰარისონ ფორდი, ლებრონ ჯეიმსი, ჯენიფერ ლოპესი,
მადონა, სკარლეტ იოჰანსონი, ტეილორ სვიფტი, კარდი ბი, არნოლდ
შვარცენეგერი და ბიონსე არიან... სია საკმაოდ გრძელია...
კამალა ჰარისის მხარდასაჭერად მათ არაერთი ვიდეო რგოლი ჩაწერეს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით კამალა ჰარისი რეპერ
შონ დიდი ქომბსის წვეულებებში მონაწილეობაშიც დაადანაშაულეს. თუმცა,
როგორც შემდეგ გაირკვა, ეს დეზინფორმაცია იყო. რაც შეეხება კამალა
ჰარისის 2020 წელს დაწერილ ტვიტს, სადაც ის პი დიდის მადლობას უხდის -
როგორც აღმოჩნდა, რეალურად ჰარისმა Diddy-ის მადლობა იმ ონლაინ
ღონისძიების მასპინძლობისთვის, გადაუხადა, რომელიც აშშ-ში კოვიდის
გამო გამოწვეულ რასობრივ უთანასწორობას ეხებოდა.
რამდენიმე ფაქტი კამალა ჰარისზე:
კამალა დევი ჰარისი ოუკლენდში დაიბადა. მისი სახელი ჰინდურ ენაზე
„ლოტუსს“ ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ჰარისის მშობლები აქტიურად
იყვნენ ჩართული სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში, მათ პატარა კამალა
საპროტესტო აქციების დროს სულ თან დაჰყავდათ.
ჯერ კიდევ 13 წლის იყო ის, როდესაც მის მეზობლად მცხოვრები ბავშვები
შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა იმ წესების წინააღმდეგ, რომლის
მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე
თამაშის უფლება არ ჰქონდათ.
კამალა ჰარისს მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ
თემებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა
და სექსუალური ძალადობის საქმეები. ის აშშ-ის ისტორიაში პირველი
ქალია, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
თავად კამალა თავის თავს „მკაცრ ბოსს“ უწოდებს - ჰარისის
ცხოვრებისეული დევიზი კი ასე გამოიყურება - „შენ შეიძლება იყო
პირველი, მაგრამ დარწმუნდი, რომ უკანასკნელი არ ხარ“;
არ უყვარს, როდესაც „ქალ ობამას“ ეძახიან. როდესაც ჟურნალისტმა
ჰკითხა, ხომ არ გააგრძელებდა ობამას მემკვიდრეობას, კამილამ უპასუხა:
„მე ჩემი მემკვიდრეობა მაქვს“.
დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა სიაში წამყვან ადგილს იკავებენ: რეპერი
კანიე უესტი, ილონ მასკი, კიმ კარდაშიანი, 50 cent და მელ
გიბსონი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ტრამპის წინა საარჩევნო კამპანიას არ ჩაუვლია
სკანდალების გარეშე. პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე,
სიტყვით გამოსვლის დროს, ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს. სროლის შედეგად
დაიღუპა შეკრების ერთი მონაწილე, ორი კი კრიტიკულად დაშავდა. ასევე,
მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც ტრამპის ამომრჩევლებს შორის 1 მილიონი
დოლარის გათამაშებას აპირებდა - სასამართლოში დაიბარეს. ჩვენი
გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, დღეს ტრამპის საარჩევნო პროგრამას
არ მიმოვიხილავთ, თუმცა ჩვენს მაყურებელს აშშ-ს პრეზიდენტობის
კანდიდატის შესახებ რამდენიმე უცნობ ფაქტს მოვუყვებით: ცოტამ თუ იცის,
რომ 13 წლის ასაკში დონალდ ტრამპი სკოლაში დისციპლინასთან
დაკავშირებული პრობლემების გამო, ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში
გააგზავნეს, სადაც მან „ხმამაღალი მჩაგვრელის" წოდებაც კი დაიმსახურა.
ტრამპს ძალიან უყვარს ფსევდონიმების გამოყენება - უცხოური მედიის
ცნობით, ჯონ მილერი და ჯონ ბარონი დონალდ ტრამპის საყვარელი
ფსევდონიმებია. ყოფილა შემთხვევები, როცა მედიას ტრამპი სწორედ ამ
სახელებით ეკონტაქტებოდა. ის თავს ხან "ტრამპის ორგანიზაციის
ვიცე-პრეზიდენტად" მოიხსენიებოდა, ზოგჯერ კი კომპანიის სახელით ჩიოდა
სასამართლოებში. მას საკუთარი სამაგიდო თამაში აქვს - სახელად
„ტრამპი". არსებობს დონალდ ტრამპის სათამაშო ფიგურებიც. ტრამპს
დაწერილი აქვს წიგნი, სახელწოდებით, „გარიგების ხელოვნება“. ფორბსის
2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ტრამპის ქონება 6, 6 მილიარდ დოლარს
შეადგენს.