ახალი ამბები
იანვრიდან ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით - ზვიად ჭუმბურიძე
„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით,“ - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა და ლარი ვერ დაიჭირა, უმძიმეს შედეგს მივიღებთ, რაც უპირველესად მოსახლეობაზე აისახება.

„მიუხედავად მოლოდინისა, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი ხმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო, საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია და უამრავი გამოწვევა არსებობს, რომლებიც ჩვენ უნდა გადალახოთ, ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებს,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისი თქმით, პოლიტიკას და ეკონომიკას არცერთ ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში ცალ-ცალკე აღარ ყოფენ. როგორც ჭუმბურიძე აცხადებს, ქვეყანა ეკონომიკურ სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს თუ პოლიტიკური სტაბილურობა არ აქვს.

„ზოგადად, ეკონომიკას ქმნის ორი ძირითადი კომპონენტი: წიაღისეული - ნავთობი, გაზი და ა.შ. რომელიც ქვეყანაში მოიპოვება და მეორე - წარმოება. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკას არცერთი ეს კომპონენტი არ აქვს და მეტიც, ჩვენ ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, არ გვაქვს არც მსუბუქი მრეწველობა, არც მძიმე მრეწველობა. ერთი რუსთავის ფოლადით და აზოტით ქვეყნის მომავალს ვერ განსაზღვრავ. რადგან მსგავსი საწარმოები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს, ეკონომიკურ სტაბილურობას ვერანაირად შეინარჩუნებს ქვეყანა თუ არ აქვს პოლიტიკური სტაბილურობა. ეს არის ძალიან მარტივი მოცემულობა.

როცა არ არის პოლიტიკური სტაბილურობა, ის ავტომატურად აისახება ეკონომიკურ სტაბილურობაზე, რომელიც ჩვენთან არის ძალიან მყიფე. განსაკუთრებით კი ბიზნესზე, რომლის კულტურაც ჩვენ არ გვქონია და ის ახლა იდგამს ფეხს საქართველოში. სწორედ ბიზნესია ქვეყნის ეკონომიკის დასაყრდენი,“
- აღნიშნა ჭუმბურიძემ.

როგორც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, ამ ვითარების ნეგატიური ეფექტი ორ კვირაში და ორ თვეში არ იქნება, მაგრამ იანვრიდან ლართან მიმართებით უმძიმეს შედეგებს აუცილებლად ვიგრძნობთ.

„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ეროვნული ბანკის ამ მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა, ლარი ვერ დაიჭირა და პირობითად 1 აშშ დოლარის ღირებულება გახდა 5 ლარი, რას ვაკეთებთ ამ დროს?! მზად არის ქვეყანა ამ ყველაფრისთვის?!

მოსახლეობის 70%-ს აქვს საბანკო ვალდებულება, რომელსაც აუცილებლად შეეხება ეს შედეგები. 1-2 თვის განმავლობაში ეს შედეგები მოკლავს მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დარჩება უმუშევარი და რაც მთავარია, დავრწმუნდებით, რომ ამ ვითარებაში შეუძლებელია რუსეთთან რაიმე სახის ეკონომიკური კავშირი გვქონდეს,“
- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის
ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო,
- ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
15:44 / 16.12.2024
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი
ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო
შეზღუდვების შემოღებაა,
14:04 / 16.12.2024
განსაკუთრებული არაფერი. ერთადერთი ნეგატიური, რაც მაგიდაზე უდევთ დიპლომატიურ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვების შემოღებაა,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.