ახალი ამბები
ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს - ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მომდევნო წლებში იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებულ პროგნოზს ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. ეს არის წლევანდელი განახლებული და ასევე საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიან ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, ქვეყანას საშუალოვადიან პერიოდში, 2024-2029 წლებში, ანალოგიურად ფართო რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, რაც რა თქმა უნდა, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. მინდა თითოეულ თქვენგან ამისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. წლევანდელი პროგნოზი 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებს.

რაც შეეხება 2024-2029 წლებს, ჩვენი უპირატესობაა 1.6 ანუ ჩვენი პროგნოზი 1.6-ჯერ აღემატება იმ პროგნოზს, რომელიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული. ჩვენი ამოცანაა ეს ტემპი კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ. ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ახლაც დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე ეს არის პროგნოზირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. ჩვენ გვაქვს ამისთვის გაწერილი, კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 2028 წლისთვის 130 მლრდ-ს გადააჭარბებს. ამისთვისაა გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები და პროექტები და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მიზანს წარმატებით შევასრულებთ“
,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.