აბასთუმნის ობსერვატორიაში ახალ გუმბათი და ტელესკოპი დამონტაჟდა
აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი
ტელესკოპის სპექტროგრაფის და 12 მეტრის რადიუსის ახალი გუმბათის
დამზადება-მონტაჟის სამუშაოები დასრულდა.
აბასთუმნის ახალი ტელესკოპი
ტესტირების რეჟიმში უკვე მუშაობს.
აბასთუმნის ტელესკოპი ავსტრიულმა კომპანია „ASA Astrosysteme GmbH“-მა
დაამზადა, რომელსაც ასტრონომიული კვლევისა და დაკვირვების
დანადგარების წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისათვის
დამზადების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
„დასრულდა აბასთუმნის ობსერვატორიის ახალი გუმბათის და ტელესკოპის
სამონტაჟო სამუშაოები. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა
კომპანიებმა დაამზადეს. ამჟამად დაწყებულია ტესტირების პროცესი, რასაც
მოჰყვება კვლევითი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობები. ასეთი
ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია იბრუნებს და ავითარებს დიდი
სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და
მსოფლიოს მასშტაბით“ - ამის შეახებ რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის ახალი
ტელესკოპის სამონტაჟო სამუშაოების მონახულების შემდეგ განაცხადა.
პროექტს, მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში და სახელმწიფო
ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 8.6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
ობსერვატორიის შენობის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდა, რომლის
ფარგლებშიც, მოეწყო ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, ობსერვატორიის
ასტრონომიული მულტიმედიური სივრცე და სამუშაო ოთახები. ასევე,
დასრულდა ობსერვატორიის ტერიტორიაზე არსებული სასადილოს შენობის
რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში ციფრული მუზეუმის მოსაწყობად მომზადდა
მუზეოგრაფიის და ინტერიერის პროექტი.