ეკონომიკა
საწვავის იმპორტი შემცირდა - საიდან და რა ფასად შემოდის ნავთობპროდუქტები
2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საწვავის იმპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, აგვისტოში 134 001 ტონა (110.906 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, ივლისში 166 313 ტონა (138.043 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში რუსეთიდან საწვავის იმპორტი 48%-ით შემცირდა, საშუალო ფასში მაინც მცირედი კლებაა. კერძოდ, ივლისში საქართველოში 1 ლიტრი ნავთობი და ნავთობპროდუქტების ღირებულება საშუალოდ, 0.83 ცენტი იყო, ხოლო აგვისტოში 0.82 ცენტი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რუსული საწვავის იმპორტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე იაფი უჯდება.

სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო, რომელზეც იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 35% მოდიოდა, შემდეგია რუმინეთ 14% -ით და თურქეთი 13% ით.

რაც შეეხება ფასს, 1 ლიტრი ნავთობპროდუქტების ღირებულებას, აგვისტოში, ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

რუსეთი - 45 218 ტონა (34.286 მლნ აშშ დოლარი) 75ცენტი
რუმინეთი - 18 636 ტონა (15.567 მლნ აშშ დოლარი) 83 ცენტი
თურქეთი - 17 030 ტონა (16.224 მლნ აშშ დოლარი) 95 ცენტი
ბულგარეთი - 16 500 ტონა (13.658 მლნ აშშ დოლარი) 82 ცენტი
აზერბაიჯანი - 12 113 ტონა (9.099 მლნ აშშ დოლარი) 75 ცენტი
ფასები ივლისში ასეთი იყო:

რუსეთი - 86 719 ტონა (67.184 მლნ აშშ დოლარი) 77 ცენტი
აზერბაიჯანი - 17 756 ტონა (13.906 მლნ აშშ დოლარი) 78 ცენტი
რუმინეთი - 16 313 ტონა (14.078 მლნ აშშ დოლარი) 86 ცენტი
ბულგარეთი - 8 942 ტონა (7.843 მლნ აშშ დოლარი) 87 ცენტი
თურქეთი - 8 590 ტონა (8.873 მლნ აშშ დოლარი) 1 დოლარი

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
23:04 / 19.11.2024
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
23:01 / 19.11.2024
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი
გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა -
აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
13:50 / 18.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 20.6%-ით შემცირდა და 2.8 მლრდ დოლარი შეადგინა - აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.