ფულადი გზავნილები შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან გადმოირიცხა ყველაზე მეტი თანხა
ფულადი გზავნილები შემცირდა. კერძოდ,
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აგვისტოში საქართველოში 290.566
მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 2.5%-ით ნაკლებია წინა თვის
მაჩვენებელზე.
ამავე სტატისტიკით, ივლისში უცხო
ქვეყნიდან 298.118 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი
გზავნილი განხორციელდა, ლიდერია აშშ, რომელზეც აგვისტოში გზავნილების
17%-ზე მეტი მოდის; შემდეგია იტალია, 16.9%-ით და რუსეთის ფედერაცია
14.6%-ით.
ტოპ-10 ქვეყანა საიდანაც წელს აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი
თანხა ჩაირიცხა:
აშშ - 50.765 მლნ აშშ დოლარი
იტალია - 49.286 მლნ აშშ დოლარი
რუსეთის ფედერაცია - 42.551 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 25.374 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი - 22.346 მლნ აშშ დოლარი
ისრაელი - 19.830 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 8.952 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 8.672 მლნ აშშ დოლარი
ყირგიზეთი - 7.909 მლნ აშშ დოლარი
ესპანეთი - 7.609 მლნ აშშ დოლარი
წყარო: ბიზნესპრესნიუსი