რა თანხა შევიდა ბიუჯეტში მოსახლეობის გადასახადებიდან
მიმდინარე წლის 7 თვეში სახელმწიფო
ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 13.411 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც
31% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების
(კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ფიზიკური
პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 4.163 მლრდ ლარი შევიდა,
2023 წლის იგივე პერიოდში 3.528 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 4.163 მლრდ ლარი საშემოსავლო
გადასახადზე მოდის, 49.353 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა
საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადასახადზე, 114.834 მლნ ლარი
ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.
მიმდინარე წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში
13.411 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31% მოქალაქეების მიერ გადახდილ
გადასახადებზე მოდის.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების
(კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ფიზიკური
პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 4.163 მლრდ ლარი შევიდა,
2023 წლის იგივე პერიოდში 3.528 მლრდ ლარი.
ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 4.163 მლრდ ლარი საშემოსავლო
გადასახადზე მოდის, 49.353 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა
საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადასახადზე, 114.834 მლნ ლარი
ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.
ცნობისთვის, წელს იანვარ-ივლისში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 20.198
მლრდ ლარი შევიდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი