ახალი ამბები
რომელი კომპანიები შეიყვანეს შავ სიაში
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, 18 646 სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა, საიდანაც 48 შემთხვევაში კომპანიებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე ბევრი, 5 შეუსრულებელი ხელშეკრულება შპს „გიორგი+“-ს ჰქონდა. სამეწარმეო რეესტრში არსებული ბოლო მონაცემებით, კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი თავაძეა.

„გიორგი+“-მა მიმდინარე წელს 6 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ხუთში გაიმარჯვა და ვერც ერთ შემთხვევაში დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთივე მოგებული ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტთან ჰქონდა. კომპანია შავ სიაშია შესული.


რაც შეეხება სხვა კომპანიებსა და ინდ. მეწარმეებს: მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მდგომარეობით, შეუსრულებელი ხელშეკრულებების გამო შავ სიაში შევიდა 13 კომპანია, ესენია:


შპს „ნიუ მშენექსპრესი“ - შავ სიაში შეიყვანეს 13 აგვისტოს - კომპანიამ ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება;
ამხანაგობა „ბამბლი“ - ვერ შეასრულა 4 ხელშეკრულება, შავ სიაში შევიდა ოთხივეჯერ;
შპს სუფთა ეზო - ვერ შეასრულა 1 ხელშეკრულება, შავ სიაში ორივეჯერ შევიდა
შპს რენესანს ბილდინგ გროუფ, ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება, შავ სიაში ორჯერ შევიდა
შპს „ევრო-ალიანსი“ - შავ სიაში შევიდა 31 ივლისს;
შპს „მუნიციპალური განვითარების ჯგუფი“ - შავ სიაში 27 ივლისს შევიდა;
ი.მ. მარინე ცარციძე - 13 აგვისტოს შევიდა შავ სიაში;
შპს „გრანდმშენი777“ - 6 ივნისს შევიდა შავ სიაში;
შპს „გიორგი+“ - შავ სიაში შევიდა 26 ივნისს, ვერ შეასრულა 5 ხელშეკრულება;
შპს „ბერმუხა“ - შავ სიაში შევიდა 16 აპრილს, ვერ შეასრულა 2 ხელშეკრულება;
შპს „კვანძი“ - შავ სიაში შევიდა 17 ივლისს;
შპს „ვ&ს პროდუქტი“ - 4 ივლისს შევიდა შავ სიაში;
შპს „უნიმშენი“ - 21 ივნისს შევიდა შავ სიაში.
ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, კომპანიები და ინდ. მეწარმეები, რომლებმაც ხელშეკრულების პირობები ვერ შეასრულეს და შავ სიაში ჯერჯერობით არ შეუყვანიათ, ასე გამოყურება:
შპს „დანი ქონსთრაქშენ“;
ინდ. მეწარმე გიორგი სადაღაშვილი;
შპს „მისტიკ ჯითი“ – 2 ხელშეკრულება
შპს „ოთ-მა ფურნიტურე“;
შპს „რენდერ-არქი“;
ინდ. მეწარმე მარიამ ინასარიძე;
ფიზიკური პირი გიორგი ჯიქურიშვილი;
შპს „გამომცემლობა სამშობლო“;
შპს „ემ ქეი ინქორფორეიშენ“;
შპს „ტრჯ გროუპ“;
შპს „ნიუგრუპ2023“;
შპს „ნეპტუნი“;
შპს „ჯეო როუდ ინვესტი“;
შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ – 3 ხელშეკრულება;
შპს „ჯ მ გ“;
შპს „პროგრესი მ“;
შპს „ოგი“;
შპს „ეპიურა“;
შპს „ელიტ ბილდერს გრუპი“;
შპს „სერვის გარანტი“;
შპს „ბიზნეს-ინჟინერთა კავშირი“;
ინდ. მეწარმე სიმონ კაპანაძე.



წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.