ბორჯომში სასტუმრო თბილისის რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება - გაიხსნება ახალი სასტუმრო
ბორჯომში, ყოფილი სასტუმრო
"თბილისის" რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს
ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბანი 2007" ასრულებს.
როგორც კომპანიაში განგვიცხადეს,
მიმდინარეობს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც კომპანიის
თანამშრომლებთან ერთად დასაქმებულები არიან ადგილობრივებიც.
შენობის სრული რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი იხარჯება.
სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ყოფილი
სასტუმრო "თბილისის" განახლებულ შენობაში ახალი სასტუმრო Hilton
Garden Inn გაიხსნება, რომელიც 138 ნომერზე იქნება გათვლილი.