ოქრო ისევ გაძვირდა
ქორწინების 958 სინჯიანი ოქროს
ბეჭედი მიმდინარე წლის ივლისში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით,
22.29%-ით გაძვირდა.
აღნიშნულის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებიდან.
რაც შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში ფასის ცვლილებას, ივლისში
ივნისთან შედარებით, ბეჭდის ფასი მცირედით, 0.16%-ით არის
გაზრდილი.
ცნობისთვის, ბოლო 30 დღის განმავლობაში მსოფლიო ბაზრებზე ოქროს ფასი
3.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო წლიური ზრდა 26.37%-ს შეადგენს.