ნავთობის მსოფლიო ფასი, ივლისის დასაწყისიდან 8%-ით შემცირდა.
ვაჭრობის მონაცემებით, ევროპული Brent-ის ბარელი ამ დროისთვის 88-დან
80,9 დოლარამდე, ხოლო 23 ივლისს კვოტები 2%-ით დაეცა.
1 აგვისტოს OPEC გეგმავს მონიტორინგის კომიტეტის (JMMC) სხდომის
გამართვას, რათა შეაფასოს ვითარება ნავთობის ბაზარზე და მიიღოს
რეკომენდაციები ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრთა შეხვედრისთვის
შემდგომი ქმედებების შესახებ: შეამციროს ან გაზარდოს წარმოების
კვოტები.