ეკონომიკა
რა ფასად გადის ყაზახეთსა და ყირგიზეთში მანქანები საქართველოდან?
საქართველოდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში ავტომობილების ექსპორტი გასული წლების მაქსიმუმზეა.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყაზახეთში წელს 5 თვეში საქართველოდან 18 140 ცალი (237.201 მლნ აშშ დოლარი) მანქანა გავიდა, რაც წინა წლებთან შედარებით, მაქსიმალური მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში 10 894 ერთეული (186.788 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2 762 (23.375 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის 5 თვეში - 289 (3.808 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში 172 (2.158 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

საქსტატზე დაყრდნობით, წელს 5 თვის მონაცემებით, გამოდის, რომ ყაზახეთში გასული 1 ავტომობილის საშუალო ღირებულება საშუალოდ, 13 ათასი აშშ დოლარია.

რაც შეეხება ყირგიზეთს, წელს, იანვარ-მაისში 9 302 ერთეული (330.536 მლნ აშშ დოლარი) ავტომობილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4 571 ერთეული (181.803 მლნ აშშ დოლარი), 2022 წლის 5 თვეში - 1 525 (8.889 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 399 (3.654 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

გამოდის, რომ წელს, ყირგიზეთში ექსპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ღირებულება 35,5 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.

თუმცა, როგორც ყაზახეთის, ისე ყირგიზეთის შემთხვევაში, მარკის, მოდელის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, ერთი ავტომობილი უფრო მეტი ან ნაკლები ღირდეს.



წყარო: ბიზნესპრესნიუსი


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.