ეკონომიკა
ათასობით კომპანია საპენსიო შენატანებს დარღვევით ან საერთოდ არ ახორციელებს - საპენსიო სააგენტო
საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის მონიტორინგი და დაჯარიმების ფუნქციები 2024 წლის 1-ლი ივლისიდან შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოში გადავიდა. ამასთან ერთად, ცვლილებებამდე არ არსებობდა დარღვევის შემთხვევაში აღსრულების მექანიზმები, ახლა კი პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროც ჩაერთვება.

რატომ გახდა საჭირო აღნიშნული უფლება-მოვალეობის შემოსავლების სამსახურიდან საპენსიო სააგენტოში გადასვლა. ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით BPN-ი ესაუბრა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჭიჭინაძეს.

საპენსიო სააგენტო მონიტორინგს გაუწევს, რამდენად ასრულებენ კომპანიები ვალდებულებას და ახორციელებენ დასაქმებულთა საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულებას. ჭიჭინაძის თქმით, დამსაქმებლებს კანონით განესაზღვრათ ორი თვე, ივნისი და ივლისი, რა პერიოდის განმავლობაშიც, თუ გამოასწორებენ დარღვევას, არ დაჯარიმდებიან და საკითხი არც აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა.

ჭიჭინაძე საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება მონიტორინგი. მისი თქმით, კომპანიას წინასწარ ეგზავნება წერილი იმის შესახებ, რომ იგეგმება შემოწმება. მონიტორინგი გაფრთხილების გარეშე არ ჩატარდება.

„ჩვენ ვუგზავნით შეტყობინებას და ვატყობინებთ, რომ კომპანია მოწმდება. დეტალურად ვუგზავნით, თუ რა განსხვავებები არსებობს შემოსავლების სამსახურსა და მოწოდებულ ინფორმაციას შორის, საშემოსავლო გადასახადების შესახებ ინფორმაციას, ასევე, ვაკვირდებით და ვადარებთ, რა დაადეკლარირეს მათ შემოსავლების სამსახურში და რა დაადეკლარირეს ჩვენთან. სხვაობის იდენტიფიცირებას ვახდენთ პირების დონეზე და ვუგზავნით ამას შეტყობინების სახით კომპანიას“, - ამბობს ჭიჭინაძე.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიას გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა ეძლევა. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ხორციელდება მონიტორინგი - თუ კომპანია გამოასწორებს დარღვევას, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს აღარ გადაეცემა, ხოლო თუ დარღვევა უცვლელად დარჩა, იწერება ჯარიმა, ოქმი და საქმე გადაეცემა აღსრულებას.

კითხვაზე, რატომ გადავიდა საპენსიო შენატანების განხორციელების მონიტორინგი შემოსავლებიდან საპენსიო სააგენტოში, ჭიჭინაძე გვპასუხობს, რომ სააგენტო მონიტორინგს უფრო ეფექტურად განახორციელებს.

„ჩვენ ვართ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების მთავარი უწყება, ჩვენ ვართ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კარგად ვმართავთ ადმინისტრირებისა და დეკლარაციის სისტემებს, ჩვენთან არის ყველანაირი ინფორმაცია, ვთანამშრომლობთ შემოსავლების სამსახურთან - შესაბამისად, მონიტორინგის უფრო ეფექტური განხორციელებისთვის საპენსიო სააგენტო უფრო სწორი არჩევანია“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

კითხვაზე, რამდენად ხშირია შემთხვევები, როცა კომპანია საპენსიო შენატანებს სათანადოდ არ ახორციელებს, ჭიჭინაძის თქმით, მსგავსი კომპანიების რიცხვი რამდენიმე ათასია.

„გარკვეულწილად არის დარღვევები, ათასობით კომპანიაა, რომელსაც არასწორად აქვს შესრულებული ვალდებულებები, შეიძლება იყოს განსხვავება შემოსავლების ბაზასა და ჩვენს გადაცემების ბაზას შორის. არის შემთხვევები, როდესაც ზოგადად არ ადეკლარირებენ“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საპენსიო შენატანების არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. წესების დარღვევის შემთხვევაში კი განსაზღვრულია ჯარიმები.

უფრო კონკრეტულად: დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 1000 ლარი იქნება.

500-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის ანაზღაურების ვალდებულების დარღვევაზეც, როგორც პირველ, ისე განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, 500 ლარით დაჯარიმდება ის თვითდასაქმებულიც, ვინც დაარღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.