ეკონომიკა
ჯეჯილი, პასკა, კვერცხი, საღებავები - რა უჯდებათ მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაული
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.

მოქალაქეთა ნაწილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ პასკა მარკეტების ნაწილში საკმაოდ ძვირი ღირს. ყველაზე ძვირად ღირებული 1 კგ პასკის ფასი 219.90 ლარია. დავინტერესდით, როგორი ფასებია ბაზარში და რა უჯდებათ მოქალაქეებს სააღდგომო დღესასწაულისთვის მზადება.

ბაზარში ყველაზე ძვირად ღირებული პასკა შოკოლადის მინანქრით, რომელიც 850 გრამს იწონის, 12 ლარი ღირს. სხვადასხვა წონის პასკის ფასები ასე გამოიყურება:

300 გრამიანი (კლასიკური) - 3.5 ლარი;
500 გრამიანი (კლასიკური) - 6.5 ლარი;
550 გრამიანი (შოკოლადით) - 8 ლარი;
700 გრამიანი (კლასიკური) - 6.9 ლარი;

რაც შეეხება კვერცხს, წელს ადგილობრივი წარმოების კვერცხზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ჩვენთან საუბარში მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია აღნიშნავდა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონი საკმარისი რაოდენობის კვერცხით მომარაგდა.

კვერცხის ფასი ბაზრებში, ზომის მიხედვით განსხვავებულია. მცირე ზომის სასურსათო კვერცხი 35 თეთრი ღირს, ხოლო შედარებით დიდი - 50 თეთრი. სააღდგომოდ პოპულარულია ხელოვნური კვერცხიც, ბაზარში ხის წითელი კვერცხის ფასი 3-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მოქალაქეების ნაწილი სააღდგომოდ კვერცხს ჯეჯილთან ერთად ათავსებს, ნაწილი კი წითელი კვერცხისთვის სპეციალურად დამზადებულ ჭურჭელსა და აქსესუარებს იყენებს. ჯეჯილი ბაზრებში 3-13 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო კვერცხის ხის სათავსოები და აქსესუარები 15-35 ლარის ფარგლებშია.

სააღდგომოდ დიდი მოთხოვნაა კვერცხის შესაღებ საშუალებებზეც. მოქალაქეების ნაწილისთვის პრიორიტეტულია ბუნებრივი საღებავები, ნაწილი კი არჩევანს დანამატებიან საღებავებზე აჩერებს. ბუნებრივი საღებავი 250-გრამიანი ჭიქით - 2-3 ლარის, დაუფქვავი ენდროს ფასი - 1.5-2 ლარის, ხოლო ხელოვნური საღებავის ფასი 5 გრამიანი პაკეტებით 1.5-5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7938 ლარი გახდა.
16:59 / 09.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი
ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
16:21 / 02.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.