რა გაიაფდა მარტში
2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ
0.5% შეადგინა. ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
მონაცემებით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01%
იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში,
გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო
თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.
მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის
ჯგუფში, კერძოდ, 1.5%-ით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა თვის
ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის,
აპარატურის და მოწყობილობის (-2.4 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
უფრო დეტალურად, რა გაიაფდა მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, ათეული ასეთია:
ანტიბიოტიკები - 39%
წიწიბურა - 37%
კარტოფილი - 35%
მზესუმზირის ზეთი - 30%
ხახვი - 28,3%
საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 24%
მარგარინი - 21,5%
ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 21%
ტელევიზორი - 20,5%
კომპიუტერი - 19%
წყარო: ბიზნესპრესნიუსი