ეკონომიკა
195 ათასამდე ადამიანი სესხს ვერ იხდის
საქართველოში მსესხებლების 10,1%-ს
ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ
იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3
წლამდე ვადაგადაცილება, 194 745 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების
რაოდენობა კი 375 137-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას,
საუბარია, 2 128 678 396 ლარის ვადაგადაცილებულ
კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა
მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220
ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარში 30
დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება - 224 016 პირს უფიქსირდებოდა, 2023
წლის აგვისტოში - 221 602 პირს; 2023 წლის დეკემბერში კი - 201 047
მსესხებელს.
საერთო ჯამში, თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო
სექტორის ვალი 1 928 017 ადამიანს აქვს, ჯამში 44 097 247 574 ლარის
მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.7% საბანკო სექტორზე
მოდის, კერძოდ, თებერვლის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 151
246 714 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 357 მსესხებელს აქვს
აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება,
რაც რაოდენობრივად 99 505-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 756 029
ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 361 850 227 ლარს
შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 113 395
მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 19 998 ადამიანს კი, ჯამში 584 150 633 ლარის სესხი აღებული
აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან
3 წლამდე ვადაგადაცილება 4 753 ადამიანს უფიქსირდება.
წყარო:
ბიზნესპრესნიუსი
გააზიარეთ :