ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
14 თებერვლის ვაჭრობის შედეგად
ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ
0.34 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება
2,6483 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან
მიმართებით 2.30 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს
ოფიციალური ღირებულება 2,8339 ლარი გახდა.