ახალი ამბები
მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც პური ყველზე იაფი/ძვირია - რომელ ადგილზეა საქართველო
მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია.

Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი.

მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,15 დოლარი შეადგინა. შემდეგი არის ალჟირი - 0,16 დოლარით და ლიბია - 0,33 დოლარით.

ამავე სტატისტიკით, პური ყველზე ძვირი შვეიცარიაშია - 3,65 დოლარი, მეორე ადგილზეა აშშ - 3,56 დოლარით და სამეულშია დანია 3,23 დოლარით.

ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე იაფია:


ტუნისი - 0,15 დოლარი
ალჟირი - 0,16 დოლარი
ლიბია- 0,33 დოლარი
კენია - 0,41 დოლარი
აზერბაიჯანი - 0,42 დოლარი
უზბეკეთი - 0,46 დოლარი
მაროკო - 0,48 დოლარი
ინდოეთი - 0,50 დოლარი
ყაზახეთი - 0,50 დოლარი
ნეპალი - 0,52 დოლარი


ქვეყნების ტოპ 10-ეული, სადაც 500 გრ თეთრი პური ყველაზე ძვირია:


შვეიცარია - 3,65 დოლარი
აშშ - 3,56 დოლარი
დანია - 3,23 დოლარი
ნორვეგია - 3,20 დოლარი
ლუქსემბურგი - 2,95 დოლარი
სამხრეთ კორეა - 2,89 დოლარი
შვედეთი - 2,85 დოლარი
ურუგვაი - 2,75 დოლარი
კანადა - 2,66 დოლარი
იამაიკა - 2,64 დოლარი


რაც შეეხება საქართველოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პურის ფასის (ძვირი) მიხედვით ის 95 ქვეყნიდან 76-ე ადგილზე. მეზობელ ქვეყნებს შორის კი ყველაზე იაფი პროდუქტი აზერბაიჯანშია, (91-ე ადგილი) სადაც 500-გრამიანი თეთრი პური 0,42 დოლარი ღირს, რუსეთში (85-ე ადგილი) - 0,52 დოლარია, თურქეთში (75-ე ადგილი) - 0,68 დოლარი, სომხეთში კი (74-ე ადგილი), პურის ფასი 0,69 დოლარია.

ცნობისათვის, გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზა Numbeo 2009 წლის აპრილში დაარსდა. ვებგვერდს კომპანია, Numbeo doo მართავს, რომელიც რეგისტრირებულია სერბეთში. Numbeo-ს დამფუძნებელი მლადენ ადამოვიჩია.


წყარო: bpn
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.