„პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?
ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის
საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. ბაკურიანში დამსვენებლების
სიმრავლეა,
რაც ადგილობრივი ფასებითაც
გამოიხატება: დამსვენებლები აღნიშნავენ, რომ რაც წელს იქ ხდება, ყველა
ზღვარს სცდება.
„მაგალითად, ერთ-ერთ ერთ ჩაიხანაში, 4 ჭიქა ჩაიში გადავიხადე
25 ლარი, ოღონდ ეს იყო 4 ჭიქა ადუღებული წყალი, 4 ცალი ერთჯერადი ჩაი
და 4 ერთჯერადი შაქარი.
სარესტორნე ფასებს რაც შეეხება, სტანდარტული ხინკალი 2,50 ლარიდან
იწყება, ნახევარ ლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ხოლო ნახევარ ლიტრიანი
წყალიც დაახლოებით 5 ლარამდე ღირს“, - ამბობს ჩვენთან
საუბრისას ერთ-ერთი დამსვენებელი.
მისივე თქმით, საკმაოდ ძვირი ღირს ტაქსის მომსახურებაც. „სულ
რომ 200 მეტრის გავლა მოგიწიოთ, მინიმუმ 10 ლარს იხდით“, -
აღნიშნავს იგი.
მაღალი ფასებით გამოირჩევა გუდაურიც. ერთ-ერთი დამსვენებელი ამ
თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აზიარებს:
გუდაურის ეკონომიკური სურათი დღეს:
კვების ობიექტები:
- 10 ლარი ადგილზე გამომცხვარი პაწაწინა პური
- ხაჭაპური - 40-45 ლარი
- ცეზარის სალათა - 40-47 ლარი
- მწვადი - 4 ნაჭერი - 18-30 ლარი
- 30 ხინკალი - 84 ლარი (ყველაზე იაფი ვერსია)
- ბურგერებიბ- 35-60 ლარი
- Dunkins ყავა კარამელ მაკიატო - 18 ლარი
- დესერტი - 2 ცერა თითისოდენა სუფლე - 22 ლარი
- ვაშლის შტრუდელი - 29 ლარი
- პიცა პეპერონი - 43 ლარი
- ნაყინი - 18 ლარი
+18% მომსახურების…
და სხვა ასეთი მრავალი სანახაობა ელოდება ჩამსვლელს… „ - წერს
დამსვენებელი.
წყარო: bpn