ეკონომიკა
რა ფასად ვყიდით და ვყიდულობთ კარტოფილს
იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილი იმპორტი თითქმის, 6-ჯერ გაიზარდა, ექსპორტი კი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა (1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 23 301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი).

ამასთან, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ სხვა ქვეყნებიდან 22 550 ტონა (7,568 მლნ აშშ დოლარი), პროდუქტი შემოიტანა, 2022 წლის 10 თვეში 3 820 ტონა (2,107 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის, რომ წელს საქართველოს 1 კგ კარტოფილის იმპორტი საშუალოდ, 33 ცენტი დაუჯდა, 1 კგ პროდუქტის ექსპორტიდან კი საშუალოდ 27 ცენტი მიიღო.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც წელს კარტოფილი ვიყიდეთ და გავყიდეთ.
იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან კარტოფილი მხოლოდ 5 ქვეყანაში გავიდა, ესენია:

აზერბაიჯანი - 3 278 ტონა (709.4 ათასი აშშ დოლარი)

რუსეთი - 1 176 ტონა (493.4 ათასი აშშ დოლარი)

სომხეთი - 135 ტონა (44.6 ათასი აშშ დოლარი)

ბელარუსი - 84.5 ტონა (30.7 ათასი აშშ დოლარი)

უკრაინა - 36.4 ტონა (11.4 ათასი აშშ დოლარი)

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც კარტოფილი შემოვიდა:

რუსეთი - 8 335 ტონა (2,245 მლნ აშშ დოლარი)

ბელარუსი - 7 535 ტონა (2,043 მლნ აშშ დოლარი)

ეგვიპტე - 1 606 ტონა (608.9 ათასი აშშ დოლარი)

უკრაინა - 1 342 ტონა (369.4 ათასი აშშ დოლარი)

გერმანია - 1 180 ტონა (1,185 მლნ აშშ დოლარი)
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.