რომელი პროდუქტი გაიფდა ყველაზე მეტად აგვისტოში - საქსტატი
2023 წლის აგვისტოში წინა თვესთან
შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ 0.9% შეადგინა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული აგვისტოს ინფლაციის მაჩვენებლების
მიხედვით, საბაზო ინფლაციამ გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 2.7% შეადგინა.
გთავაზობთ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზე ფასიც 2023 წლის
აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად
შემცირდა:
მზესუმზირის ზეთი - 43.6%-ით
წიწაკა - 42.9%-ით
მარგარინი - 21%-ით
ლიმონი - 17.8%-ით
ნიგოზი - 13.2%-ით
ქათმის ბარკალი - 10.2%-ით
ხორბლის ფქვილი 0 9.9%-ით
მანანის ბურღული - 9.6%-ით
პური - 9.5%-ით
მარილი - 9.4%-ით